Nov 26, 2012

ვითხოვთ სიმართლის დადგენას



გავრცელდა საინფორმაციო საშუალებებით

ვითხოვთ სიმართლის დადგენას

„ქართულ-ოსური მისიის“ დამფუძნებლებმა  სასარჩელო განცხადება შეიტანეს საქართველოსმთავარი პროკურორის, ბატონი არჩილ კბილაშვილის და პარალელურად, თხოვნით მიმართეს პარლამენტისადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ ეკატერინე ბესელიას.

ისინი მოითხოვენ გამოძიებულ იქნას გაზეთებისა და თითქმის ყველა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული, საქართველოს მოსახლეობისადმი  „საქართველოს ხალხთა   ასამბლეის“ პრეზიდენტის ბატონ გოჩაძასოხოვის  მიმართვაში წარმოდგენილი ფაქტები.

„ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისათვის მართლაც, შემაშფოთებელი, და დამაფიქრებელია, - აღინიშნა მისიის დამფუძნებელთა სხდომაზე, რომ სააკაშვილის ხელისუფლების შეთავაზებაზე უარის გამო, ცნობილ ბიზნესმენსა და მეცენატს, პიროვნებას, რომელსაც გმირს ეძახდნენ  - თავდაცვის მინისტრის კაბინეტში უცხადებენ განაჩენს: „გადააფორმე შენი ბიზნესი ჯოზეფ ქეიზე“,  შემდგომ მოქმედებაში მოჰყავთ ბრალდებისა და სიცრუის მანქანა - ართმევენ ყველაფერს, აკოტრებენ, იძულებულს ხდიან დატოვოს ქვეყანა, დაუსწრებლად ასამართლებენ“ .

სწორედ ამის გამო ითხოვენ მისიის დამფუძნებლები საქართველოს პარლამენტისაგან, რომ ბატონ გოჩა ძასოხოვს მიენიჭოს პოლიტიკური დევნილის სტატუსი.
წერილს ხელს აწერენ „ქართულ-ოსური მისიის“ თავმჯდომარე, ცნობილი პოეტი და მოღვაწე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი- ბატონი რეზო ამაშუკელი და მისიის 20 წევრი, რომელთა შორის არიან საზოგადოებისათვის ცნობილი პიროვნებები: მრავალგზის მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი ჭიდაობაში - რომან რურუა, საქართველოს სახალხო არტისტი - დიმა ჯაიანი, პროფესორები - მერაბ ჯიბლაძე და რობერტ ბაბლიძე, პარტია „თეთრების“ ლიდერი - თემურ შაშიაშვილი,   პოლიტემიგრანტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის SGFM-ის გერმანული სექციის წევრი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი - შალვა წიკლაური, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, კოსტა ხეთაგუროვის პრემიის ლაურეატი - გიორგი ავსაჯანიშვილი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საავტორო სკოლის დამფუძნებელი- ინესა იამანიძე, საქართველოს კაზაკთა უმაღლესი ატამანი,  აფხაზეთიდან დევნილი- ვასილ კადენეცი, მისიის თანათავმჯდომარე კულტურის დამსახურებული მოღვაწე - ფერდინანდ ლორთქიფანიძე, პოეტი -ნათია ავსაჯანიშვილი, მსახიობები - ლილი და ნანა ხურითები, ჟურნალისტები - შორენა დარჩია, თამაზ ჭეიშვილი, ნარგიზა ლომთაძე, ცხინვალიდან დევნილები - პედაგოგმა, ცხინვალის ადმინისტრაციის ყოფილი იუსტიციის მინისტრი მარინა კაჟაშვილი, ნონა ხუბულოვი.
მხარდაჭერის წერილებს ხელი მოაწერა სასულიერო პირმა , მისიის დამფუძნებელმა - მამა ელიზბარმა

ქართულ-ოსური მისიის
პრეს -ცენტრი
ელ. ფოსტა qartulosurimisia@gmail.com

http://megobrobismisia2012.blogspot.com/

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები