Mar 5, 2013

ზურაბ აბაშიძე: რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი დაიწყო


ზურაბ აბაშიძე: რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე საუბარი დაიწყო
საქართველოსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმი გამარტივდება. ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, რუსეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებით კეთილი ნება უკვე არსებობს და შესაბამისი სამსახურების ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებენ. აბაშიძის თქმითვე, კონკრეტული შეთანხმება ზაფხულისათვის უკვე მიღწეული იქნება. თავდაპირველად მარტივი სავიზო რეჟიმით ბიზნესმენები, სტუდენტები და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ისარგებლებენ. უკვე დანიშნულია ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრაც. ის მაისის დასაწყისში პრაღაში გაიმართება.


"რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე დაიწყო საუბარი. იმედი მაქვს რომ ზაფხულისთვის ესეც რაღაც შედეგს მოგვცემს. საუბარი იქნება სხვადასხვა კატეგორიებისთვის ვიზების გამარტივებასა და ამ კატეგორიების გაფართოებაზე. შეიძლება მარტის თვეშიც წინ წავიწიოთ, მხედველობაში მაქვს ყაზბეგი-ზემო ლარსის მარშუტი. რეგულარული საავიაციო რეჟიმის სწრაფად უნდა არდგეს",- აცხადებს ზურაბ აბაშიძე

. 5-03-2013, 10:18

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები