Mar 5, 2013

გრიგორი კარასინი: "შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე ვიფიქროთ"


+ -
საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რიგით მეორე შეხვედრა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 1 მარტს გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ "იტარ-ტასი" გრიგორი კარასინს ესაუბრა.

- თქვენი ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. რა საკითხები განიხილეთ?
 - პირველ რიგში, განიხილებოდა პრაქტიკული სფერო - ტრანსპორტი. ახლა უკვე რეალურად შეგვიძლია, ჩვენ ქვეყნებს შორის ავიარეისების აღდგენაზე ვიფიქროთ. ალბათ, შეგვიძლია ამ საკითხზე ოფიციალური მოლაპარაკებები დავიწყოთ. ჩვენ ასევე შევეხეთ სახმელეთო ტრანსპორტის თემას. განხილული იქნა ასევე ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოწამლული იყო "ოკუპაციური თემატიკით". ჩვენ ასევე შევთანხმდით მეცნიერებისა და ჯანდაცვის სფეროებში კონტაქტების გაფართოებზე დავფიქრდეთ. კიდევ ერთი თემა სავიზო რეჟიმი იყო. გასაგებია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე რუსულ მხარეს მისი შეცვლა არ შეუძლია, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის მის გამარტივებაზე ვიფიქროთ.


- მთლიანობაში როგორ აფასებთ რიგით მეორე არაფორმალურ შეხვედრას?

- ზოგადად შემიძლია, შევაფასო, რომ შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა. მან ჩვენ შესაძლებლობა მოგვცა რიგ პრაქტიკულ საკითხებში წინ წაგვეწია. ეს იყო სერიოზული, ხანგრძლივი, კონსტრუქციული შეხვედრა. ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.

- ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე საუბარი შეიძლება თუ არა?

-  ბოლო თვეებში ჩვენ მოვახერხეთ ჩვენს ურთიერთობებში არსებული რიგი პრობლემების განხილვა. მთავარია, რომ უკვე იყო კონტაქტები მაღალ დონეზე. იანვარში მოსკოვში იმყოფებოდა საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. დავოსში კი რუსეთისა და საქართველოს პრემიერების დიმიტრი მედვედევისა და ბიძინა ივანიშვილის მოკლე შეხვედრა გაიმართა. ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი პარლამენტარები ერთმანეთს გაესაუბრნენ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ კონტაქტებით ორივე მხარე დაინტერესებულია. 25 თებერვლიდან 1 მარტამდე შემოწმებული იქნა ათეულობით ქართული ღვინის საწარმო ბატონი სააკაშვილის რისხვის კორიანტელის მიუხედავად. სხვათა შორის, ამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სააკაშვილის პროვოკაციული და რთულად პროგნოზირებადი განცხადებები ძალიან საზიანოა. თუმცა ამას საეჭვოა, ხელი შეუშალოს პოზიტიური მიმართულებით წინსვლას, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები არიან დაინტერესებული.

- პირველი არაფორმალური შეხვედრა გასული წლის დეკემბერში ჟენევაში გაიმართა, მეორე - პრაღაში. მესამე შეხვედრის შესახებ რა არის ცნობილი?

- შევთანხმდით, რომ მესამე არაფორმალური შეხვედრა მაისის ბოლოს - ივნისის დასაწყისში გაიმართება. სად გაიმართება იგი, მოგვიანებით გადაწყდება.

03.03.2013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები