Mar 6, 2013

ივანიშვილი: „არსად წასვლას არ ვაპირებ, სანამ სააკაშვილი იქნება“

wasvla-politika3საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მზადაა, პოლიტიკიდან წავიდეს, ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს. ამის შესახებ ივანიშვილმა გუშინ ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჯერ სააკაშვილს გავუშვებ და შემდეგ მე წავალ პოლიტიკიდან“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა და აღნიშნა, რომ მუშაობის გასაგრძელებლად მზადაა. „მე განვაცხადე და ახლაც ვაცხადებ, რომ სანამ ძალა შემწევს, მანამდე ვიდგები ქვეყნის სამსახურში. მანამდე ვემსახურები ჩემს ქვეყანას და დავდგები იქ, სადაც ყველაზე საჭირო იქნება“, – განმარტა მან.
პრემიერის თქმით, იგი ქვეყანას არ მიატოვებს, თუმცა პოლიტიკაში დიდხანს დარჩენასაც არ აპირებს.
„მე ქვეყანას არ მივატოვებ და ვიქნები აქ რამდენ ხანსაც დავჭირდები ჩემს ქვეყანას. თუმცა, არსად წასვლას არ ვაპირებ, სანამ სააკაშვილი იქნება. მე მას ვუთხარი, ჯერ შენ წახვალ ოქტომბერში და მერე მე გამოგყვები-მეთქი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

  06 მარტი 2013

No comments:

Post a Comment

შეხვედრა ვლადიკავკაზის ქართულ სკოლაში (2010წლის მაისი)






2010 წლის მეგობრობის შეხვედრები